დემონტაჟის ფასი 2026: სრული გზამკვლევი, ტარიფები და ვადები

დემონტაჟის ფასი 2026: სრული გზამკვლევი, ტარიფები და ვადები

გეგმავთ რემონტს ან ძველი შენობის დაშლას? დემონტაჟის ფასი საქართველოში 2026 წელს განსხვავდება ობიექტის ტიპის, სამუშაო მეთოდისა და ნარჩენების გატანის პირობების მიხედვით. demontaji.ge-ს ადმინისტრაციამ მოამზადა ეს მოკლე გზამკვლევი, რათა მიიღოთ რეალური ინფორმაცია ბაზარზე არსებულ ფასებზე და თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯები ან არასწორი გადაწყვეტილებები.

👉 რჩევა: სანამ სამუშაოს დაიწყებთ, შეადარეთ სხვადასხვა შემსრულებლის შეთავაზებები ჩვენს საიტზე. ასე შეძლებთ აირჩიოთ საუკეთესო ფასი და პირობები.

1. დემონტაჟის ფასი – ძირითადი ტარიფები და ვადები

თუ გსურთ სწრაფად გაიგოთ დემონტაჟის საშუალო ფასი, იხილეთ ძირითადი მონაცემები. თუმცა, მანამ, სანამ უშუალოდ დემონტაჟზე გადახვალთ, პირველ რიგში გაითვალისწინეთ: სპეციფიკური ნებართვები და შეზღუდვები თბილისში. ეს აუცილებელია — იხილეთ გვერდი „დემონტაჟის ნებართვა", სადაც აღწერილია, რა შეიძლება დაგჭირდეთ სამუშაოების დაწყებამდე.

შიდა დემონტაჟი (ბინის „გამოშიგვნა")

ფასები მოცემულია 70 კვ.მ. ფართობის, მე-5 სართულის ბინის მაგალითზე.

  • დემონტაჟის ფასი: 130₾ – 280₾ / მ² (ნაგვის გატანის ჩათვლით).
  • ვადა: საშუალოდ 5–12 დღე.
  • ფასი დამოკიდებულია ნარჩენების ჩამოტანის მეთოდსა და ბინის ფართობზე:
    • დემონტაჟი + ხელით ჩამოტანა (სართული 5): 268₾ → 268₾ × 70 მ² = 18,762 ₾
    • დემონტაჟი + ლიფტით ჩამოტანა: 150₾ → 150₾ × 70 მ² = 10,500 ₾
    • დემონტაჟი + სპეციალური ტექნიკით („ჟირაფი"): 130₾ → 130₾ × 70 მ² = 9,100 ₾
  • ასევე გასათვალისწინებელია ტიხრების რაოდენობა და დამატებითი სამუშაოები.
შიდა დემონტაჟი - ბინის გამოშიგვნა

ძველი სახლის დემონტაჟი

2-სართულიანი, სულ 200 კვ.მ. – თითო სართული 100 კვ.მ.

  • დემონტაჟის ფასი: 40₾ – 160₾ / მ².
  • ვადა ტექნიკით: დაახლოებით 5–7 დღე.
  • ვადა ხელით: დაახლოებით 20–30 დღე.
  • ფასზე გავლენას ახდენს დემონტაჟის მეთოდი:
    • ხელით დემონტაჟი და ხელით დატვირთვა: 160₾ → 160₾ × 200 მ² = 32,000 ₾
    • ხელით დემონტაჟი და ტექნიკით დატვირთვა: 90₾ → 90₾ × 200 მ² = 18,000 ₾
    • ტექნიკით დემონტაჟი და ტექნიკით დატვირთვა: 40₾ → 40₾ × 200 მ² = 8,000 ₾
  • თუ სახლს აქვს ღირებული მასალები (მეტალი, ხე და სხვა სარეალიზაციო მასალა), შემსრულებელი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ახორციელებს ფასდაკლებას.
დემონტაჟის ფასი

რკინა-ბეტონის სახლის დემონტაჟი

2-სართულიანი, სულ 200 კვ.მ.

  • დემონტაჟის ფასი: 50₾ – 210₾ / მ².
  • ეს შედარებით რთული სამუშაოა, ამიტომ ფასი აქ უფრო მაღალია.
  • ფასი დამოკიდებულია მეთოდზე:
    • ხელით დემონტაჟი და ხელით დატვირთვა: 210₾. ფუნდამენტის ხელით დემონტაჟის შემთხვევაში ფასი კიდევ იზრდება.
    • ხელით დემონტაჟი და ტექნიკით დატვირთვა: 150₾. ფუნდამენტის ხელით დემონტაჟისას ფასი აქაც იზრდება.
    • ტექნიკით დემონტაჟი და ტექნიკით დატვირთვა: 50₾.
რკინა-ბეტონის სახლის დემონტაჟი

ავარიული სახლის დემონტაჟი

დეტალებისთვის გადადით ბმულზე. თუ სახლს აქვს ღირებული და სარეალიზაციო მასალები (მეტალი, ხე), შემსრულებელი ახორციელებს ფასდაკლებას.

რატომ არის სხვაობა დატვირთვის ფასში?
როდესაც ნარჩენები ხელით იტვირთება, ვერ ვიყენებთ 10 ან 20-კუბიან თვითმცლელებს, რადგან მათ მაღალი ბორტი აქვთ. ასეთ დროს გამოიყენება 2.5 ან 5-კუბიანი ტექნიკა, რომლით ტრანსპორტირებაც უფრო ძვირი ჯდება.

2. ბინის შიდა დემონტაჟის დეტალური ანალიზი

ეს პროცესი გულისხმობს ბინის მიყვანას „შავ კარკასამდე". განვიხილოთ 70 კვ.მ. ფართობის ბინის მაგალითი:

  • ჭერის დემონტაჟი („დრანკა") — 20 სმ სისქის ფენა, რომელიც შეიცავს ნაგავს. სპეცაღჭურვილობის გარეშე მისი დაშლა ჯანმრთელობისთვის საზიანოა: 70 კვ.მ. × 30₾ = 2,100₾
  • ნალესის მოხსნა კედლებიდან — საშუალოდ 190 კვ.მ. ფართობი: 190 კვ.მ. × 10₾ = 1,900₾
  • მოჭიმული იატაკის (სტიაშკის) დემონტაჟი: 70 კვ.მ. × 10₾ = 700₾
  • კარ-ფანჯრების მოხსნა: 7 წერტილი × 30₾ = 210₾
  • ტიხრების დემონტაჟი (15 კვ.მ.): 15 კვ.მ. × 20₾ = 300₾
  • პარკეტის აყრა: 70 კვ.მ. × 2₾ = 140₾

ჯამური დემონტაჟი

5,350₾

ნაგვის ჩამოტანა + გატანა

36.25 კუბი × 370₾ = 13,412₾

მთლიანი ხარჯი

18,762₾


3. შენობის დემონტაჟის თავისებურებები

დემონტაჟისას გადამწყვეტია ობიექტის ლოკაცია და მომიჯნავე ნაგებობების მდგომარეობა.

ა. დემონტაჟი მჭიდრო დასახლებაში (ცოცხალი ძალა)

როდესაც ტექნიკის გამოყენება საფრთხეს უქმნის მეზობლის კედელს ან კომუნიკაციებს, მუშაობს ცოცხალი ძალა. მაგალითად, 200 კვ.მ. სახლის დაშლის შრომითი ხარჯი საშუალოდ 14,800₾-ია. ხელით დატვირთვისას 1 კუბი ნანგრევების გატანა 70-დან 140 ლარამდე მერყეობს. ჯამში, ასეთი სახლის სრული დაშლა და გატანა შესაძლოა 36,850₾ დაჯდეს. მოსაპოვებელი მასალების ღირებულება აკლდება ამ თანხას.

ბ. დემონტაჟი ტექნიკის გამოყენებით

თავისუფალ სივრცეში ფასი მკვეთრად მცირდება და საშუალოდ 9,500₾-ს შეადგენს (ნაგვის გატანით). თუ დამკვეთი თავად მოახდენს პროცესის კოორდინირებას და ტექნიკას დამოუკიდებლად დაიქირავებს, მას შეუძლია ხარჯების 30–40%-ის დაზოგვა.


4. ცალკეული სამუშაოების ტარიფები

მომსახურების დასახელებაფასი (ერთეული)სპეციფიკა / შენიშვნა
რკინა-ბეტონის კედლის დემონტაჟი150₾ / მ²სისქისა და მარკის მიხედვით
ბეტონის ფილის დემონტაჟი100₾ / მ²არმატურის შემცველობის გათვალისწინებით
ახალი სახლის ხელით დემონტაჟი150₾ / მ²მონოლითური კონსტრუქცია
აგურის/ბლოკის კედელი (20–25 სმ)20₾ / მ²მოცულობის ზრდასთან ერთად ფასი იკლებს
ძველი („დრანკა") ჭერის დემონტაჟი30₾ / მ²რთული პროცესი მტვრისა და ნაგვის გამო
გიფსოკარდონის ჭერი10₾ / მ²მოხსნა და გასუფთავება
გიფსოკარდონის კედელი (ტიხარი)7₾ / მ²მარტივი კონსტრუქციის დაშლა
სტიაშკის დემონტაჟი10₾ / მ²ფენის სისქის მიხედვით
კაფელ-მეტლახის მოხსნა2₾ / მ²ზედაპირის მომზადება
ბიაზის მოხსნა ჭერიდან0.30₾ / მ²მსუბუქი ფენა
ნალესის მოხსნა კედლიდან10₾ / მ²საშუალო სისქის ნალესი
კარ-ფანჯრის მოხსნა30₾ / წერტილიჩარჩოს ამოღების ჩათვლით

5. სპეციფიკური შეზღუდვები თბილისში

  • ნებართვები: შენობის დემონტაჟს ან კაპიტალურ გადაკეთებას მერიის ნებართვა სჭირდება.
  • კომუნიკაციები: აუცილებელია დენის, გაზისა და წყლის ჩახსნა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით.
  • სამუშაო საათები: ხმაურიანი სამუშაოები აკრძალულია 18:00-დან 10:00-მდე, ასევე შაბათ-კვირას.
  • უსაფრთხოება: აუცილებელია დროებითი ღობის (დერო) მოწყობა და დამცავი ბადეები.

6. როგორ დავზოგოთ თანხა?

თუ შენობას აქვს ხარისხიანი მეორადი მასალები (აგური, რკინა, ხე), მათი რეალიზაციით შეგიძლიათ ხარჯის 50–100%-მდე დაფარვა. თუმცა, იყავით ფრთხილად: ზოგიერთი შემსრულებელი მხოლოდ მასალას იღებს და ნაგავს ტოვებს, ამიტომ აუცილებლად გააფორმეთ ხელშეკრულება. ასევე, სართულიანობა მნიშვნელოვნად ცვლის ფასს — ლიფტის ან „ჟირაფის" გამოყენება ხარჯებს თითქმის ანახევრებს.

დასკვნა

რეალური ფასი ყოველთვის ინდივიდუალურია. ნუ ენდობით ზედმეტად დაბალ ფასებს — უხარისხობის რისკია. ნუ ენდობით ზედმეტად გაბერილ მოცულობებს — ხშირად ასახელებენ ზედმეტ რაოდენობებს.

რჩევა ადმინისტრაციისგან: თუ გჭირდებათ შემსრულებელი ან ტექნიკა (ექსკავატორი, ბობკატი, თვითმცლელი), ეწვიეთ ჩვენს საიტს შესაბამისი განცხადებების სანახავად.

იხილეთ ასევე

თბილისი
გამოგვგყევით სოციალურ ქსელებში

© 2026 demontaji.ge – ყველა უფლება დაცულია.

visa/mastercard გადახდის მეთოდები
BOOM.GE კატალოგში ვართ BOOM.GE კატალოგში ვართ