ტექნიკის ქირაობა vs ყიდვა — რომელი უფრო მომგებიანია მცირე და საშუალო პროექტებისთვის?
ხშირად მშენებლობისას ვდგებით დილემის წინაშე: ვიყიდოთ საკუთარი ინსტრუმენტი თუ ვიქირაოთ? თუ თქვენ პროფესიონალი ხელოსანი არ ხართ, რომელიც ყოველდღე ამ ხელსაწყოთი მუშაობს, ქირაობა ყოველთვის ჯობია.
ქირაობის 3 მთავარი უპირატესობა:
- წვდომა პროფესიონალურ აპარატურაზე: თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ Hilti-ს ან Bosch-ის ძვირადღირებული აპარატი, რომლის ყიდვაც 2000-3000 ლარი დაგიჯდებოდათ, სულ რაღაც 30-50 ლარად დღეში.
- ნულოვანი სერვისის ხარჯი: თქვენ არ გაწუხებთ ხელსაწყოს გაფუჭება, ზეთისა თუ ნაწილების შეცვლა. იღებთ გამართულ ტექნიკას და აბარებთ სამუშაოს დასრულების შემდეგ.
- სპეციალიზაცია: კონკრეტული საქმისთვის (მაგ: ბეტონის ბურღვა) გჭირდებათ კონკრეტული სიმძლავრის აპარატი. ქირაობისას ყოველთვის იმ ხელსაწყოს ირჩევთ, რომელიც იმ მომენტში გჭირდებათ.
პოპულარული ტექნიკა დასაქირავებლად:
- პერფორატორები და სანგრევი ჩაქუჩები;
- ბეტონის საჭრელი „ბალგარკები“;
- ხარაჩოები და კიბეები;
- გენერატორები